ინგლისურმა კლუბმა სარასენსმა განაცხადა, რომ ალიანზ პარკზე გასამართი დაპირისპირება ფრანგულ კლერმონთან ამინდის გამო გადაიდო.
სარასენსმა აღნიშნული ინფორმაცია ტვიტერზე დაადასტურა: “მატჩი ამინდის გამო გადაიდო. მოცემულ მომენტში კლუბი ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის ორგანიზაციასთან მუშაობს მომდევნო დეტალების გასარკვევად. გულშემატკივრებს ვურჩევთ სტადიონზე არ მოვიდნენ.”