„სარაგოსას“ მწვრთნელი - ფრთხილად შერმადინთან, თუმცა ქართველმა 20 ქულა მაინც ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში ყოფილი კლუბის „სარაგოსას“ წინააღმდეგ ეფექტურად ითამაშა და „ტენერიფეს“ სტუმრად გაამარჯვებინა. კუნძულელებმა 91:60 მოიგეს.
გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. გიომ 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 ჰქონდა. ასეთი მაჩვენებლებით იგი შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
16 ქულით და 9 პასით მასელინიო უერტასი გამოირჩა.
„ტენერიფესთვის“ ეს იყო 35-ე მატჩში 27-ე გამარჯვება. რეგულარული ეტაპის ბოლო ტურში, 22 მაისს შერმადინის გუნდი „ბარსელონას“ ეთამაშება. თუმცა სატურნირო ცხრილში ზედა სამი ადგილი უკვე განაწილებულია – პირველია „რეალი“ (32 მოგება), მეორე „ბარსა“ (30), მესამე – „ტენერიფე“ (27).