„ზე რაგბის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა „სატახტოთა თამაშიდან“ 23 პერსონაჟი აარჩია და სარაგბო გუნდი გააკეთა.
ძირითადი შემადგენლობა –
1. სანდორ კლეგანი (ჰაუნდი) – ღონიერი მორაგბე იქნებოდა, რომელსაც ბევრი სირბილი არ უყვარს. თვალის ტრავმის გამო, შესაძლოა ცოტა დრო გაუცდეს.
2. პოდრიკ პეინი – ცოტა ხნის წინ სერ პოდრიკი ერთგულად აღიარეს.
3. გრეგორ კლეგანი – ტრავმების მიუხედავად, შესანიშნავად ასპარეზობდა, თუმცა გაურკვეველია, როგორ მოახერხებს ბოლო დაზიანებებთან გამკლავებას.
4. ვუნ ვუნი – დერეფნებისას ძალიან სასარგებლო იქნებოდა.
5. ხალ დროგო – ვარჯიშზე ცხენით დადის. მაღალი და ღონიერია.
6. ტორმუნდ ჯაინთსბეინი – კარგი მორაგბე კედლის მეორე მხრიდან. ყოველთვის სურდა 12 ნომრით თამაში.
7. ჯორაჰ მორმონტი – სიყვარული სურს და ნამდვილი მეომარია. კლუბების მეორე გუნდში 340 მატჩი აქვს ჩატარებული, ძირითად შემადგენლობაშიც აიყვანეს, მაგრამ მალევე დაემშვიდობნენ.
8. ბრიენი – გუნდის საუკეთესო მოთამაშე, ყოველთვის იცავს წესებს. მცირე ხნის წინ, გუნდის ლიდერად იქცა.
9. არია სტარკი – თავის გამოჩენა გადამწყვეტ ეპიზოდებში უყვარს. ორივე ხელით შეუძლია კარგი გადაცემის გაკეთება.
10. ჯონ სნოუ – ტრავმის გამო 2016 წლის სეზონი უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ სასწაული მოხდა და მოედანზე მალევე დაბრუნდა. თამაშის შესახებ არაფერი იცის. კაპიტნობა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა.
11. გენდრი – მცირე ხნის წინ გუნდის ლიდერად იქცა, თუმცა ეს პირად ცხოვრებაში ვერ დაეხმარა.
12. ჯეიმი ლანისტერი – ყველას ეგონა, რომ ამ სეზონში გუნდის მთავარი მოქმედი პირი იქნებოდა. მარცხენა ხელით გადაცემის გაკეთება უჭირს.
13. ბრონ – როგორც იქნა, კლუბთან ისეთი ხელშეკრულება დადო, როგორიც მთელი ცხოვრება სურდა.
14. ნაცრისფერი ჭია (Grey Worm) – ტიპური ფრთის მოთამაშე. არ გაურბის კონტაქტს და ასრულებს ყველაფერს, რაც მწვრთნელს სურს.
15. დროგონი – ოჯახში პრობლემები აქვს, თუმცა მაღალ ბურთზე კარგად თამაშობს. შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე დაფრინავს.
მარქაფა –
16. ლიანა მორმონტი, 17. ბერიკ დონდარიონი, 19. სანსა სტარკი, 20. დაენერის ტარგარიენი, 21. ტირიონ ლანისტერი, 22. თეონ გრეიჯოი. 23. გოსთი (Ghost).
სამწვრთნელო შტაბი –
ნედ სტარკი – გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც მასთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. სამწუხაროდ, ვარჯიშებზე დიდი ხანია არ გამოჩენილა.
კაპიტანი – ბრენ სტარკი. გუნდის წევრი, რომელმაც ყველაზე მეტი იცის, მაგრამ სხვებს არაფერს უზიარებს. კაპიტნად ისე აირჩიეს, რომ ამისთვის ბევრი არ უშრომია. ტრავმების გამო, მოედანზე 2011 წლის შემდეგ არ გასულა.