სარაგბო ლეგიონის ორი ლელო TOP 14-ში - ნინიაშვილისა და გორგაძის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ #1TVSPORT
სარაგბო ლეგიონის ორი ლელო TOP 14-ში - ნინიაშვილისა და გორგაძის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართული სარაგბო ლეგიონის გუნდები შეხვდნენ. TOP 14-ის მერვე ტურში „ლიონმა“ „პოს“ უმასპინძლა და მცირე უპირატესობით დაამარცხა – 31:27.

„ლიონის“ შემადგენლობაში მედანზე დავით ნინიაშვილი გამოვიდა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ქართველის კარგმა თამაშმა „ლიონს“ გადამწყვეტი ქულები მოუტანა – ნინიაშვილმა ლელო დადო და ერთი ისეთი გადაცემა შეასრულა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა ლელოდ აქცია.

„პოს“ რიგებში კი გამორჩეული იყო ბექა გორგაძე, რომელმაც მატჩის მიწურულს, ბოლო წუთზე ნინიაშვილის „ლიონს“ ლელო გაუტანა და თავის გუნდს ბონუსქულა შესძინა.