სარაგბო ლეგიონი საფრანგეთში | აფციაურმა ლელო დადო, შვანგირაძე გააძევეს #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. წინა ტურისგან განსხვავებით, ამჯერად თავი ერთმა ქართველმა გამოიჩინა – „გრენობლისა“ და „მონტობანის“ (37:16) შეხვედრაში ლელოს დადება ირაკლი აფციაურმა მოახერხა, რომელიც შეხვედრაში 47-ე წუთიდან ჩაერთო, ლელო კი 67-ე წუთზე დადო.
ამ შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში ასევე შეცვლაზე შევიდა ლუკა გოგინავა. „მონტობანის“ რიგებში ოთარ გიორგაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბადრი ალხაზიშვილი თამაშში მარქაფიდან ჩაერთო.
„ორიაკმა“ სტუმრად 6:38 წააგო „ნევერთან“. „ორიაკის“ შემადგენლობაში ძირითად შემადგენლობაში თამაში სამმა ქართველმა დაიწყო. დაჩი პაპუნაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა, ბექა შვანგირაძე (რომელმაც წინა ტურში თავი ლელოთი გამოიჩინა) 75-ე წუთზე გააძევეს, გიორგი ქართველიშვილი კი 61-ე წუთზე შეცვალეს. 54-ე წუთიდან ჩართო თამაშში მიხეილ ალანია, რომელსაც შვიდ წუთში არბიტრმა ყვითელი ბარათი აჩვენა და გაასინბინა.
მასპინძელთა რიგებში ილია კაიკაციშვილმა და თორნიკე მატარაძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს და 56 წუთი ითამაშეს, ლადო ჩაჩანიძე შეცვლაზე შევიდა.
„რუანი“ –„ ბრივი“ 18:25. მასპინძელთა შემადგენლობაში ლუკა აზარიაშვილმა 64-ე წუთიდან ითამაშა. სტუმართა შორის კი ვახტანგ აბდალაძე და გიორგი შველიძე სასტარტოში იყვნენ, აბდალაძე 53-ე წუთზე შეცვალეს, შველიძემ სრულად ითამაშა.
„მონ დე მარსანი“ – „ვალანსი“ 12:7. სტუმართა რიგებში სასტარტოში დაიწყო თამაში იოანე იაშაღაშვილმა და 57 წუთი ითამაშა.
„ვანი“ – „ბიარიცი“ 42:7. ორმა ქართველმა ითამაშა „ბიარიცის“ შემადგენლობაში – გიორგი ნუცუბიძე 51-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა ტაბიძე კი 51-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.