სარაგბო ლეგიონი | ჯავახიას დუბლი, ნიორაძის ლელო და აბჟანდაძის ზუსტი დარტყმები [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (PRO D2) 28-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც ქართველი მორაგბეებისთვის საკმაოდ შედეგიანი გამოდგა.
„გრენობლმა“ საკუთარ მოედანზე „ბეზიე“ 34:19 დაამარცხა, მასპინძლეთა რიგებში ამჯერადაც გამოიჩინა თავი გიორგი ჯავახიამ, რომელმაც ამ შეხვერაში დუბლი შეასრულა – გიორგიმ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის ბოლოს კი „გრენობლი“ 22:7 დააწინაურა.
ჯავახიამ ლელოს დადება წინა ტურშიც მოახერხა, როდესაც „გრენობლმა“ სტუმრად „ბიარიცი“ დაამარცხა (46:19). სულ მიმდინარე სეზონში ქართველმა მეორეხაზელმა 19 თამაშში 7 ლელო დადო.
„ორიაკის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი ლელოს დადება შეძლო ლუკა ნიორაძემ (მან წინა ტურშიც გამოიჩინა თავი), მაგრამ მისი გუნდი 13:45 დამარცხდა. ნიორაძემ მიმდინარე სეზონში მესამე ლელო დადო.
წინა ტურში საქართველოს ნაკრების მგეზავმა, თედო აბჟანდაძემ „მონტობანის“ შემადგენლობაში ორი გარდასახვის შესრულება მოახერხა. თედომ ამ ტურშიც გამოიჩინა თავი და „კოლომიესთან“ გასვლით მატჩში (რომელიც მისმა გუნდმა 20:24 წააგო) ორ გარდასახვასთან ერთად, ორი ზუსტი საჯარიმოც დაარტყა.