სარაგბო კლუბები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ
სარაგბო კლუბები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ

სარაგბო კლუბების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვა.

„პირველ არხთან“ საუბარში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რატი ურუშაძემ ის მიზეზი განმარტა, თუ რატომ ითხოვენ ის და მისი მეგობრები მთავრობის ხელმძღვანელთან აუდიენციას:

„ჩვენი მიზანია, პრემიერ-მინისტრს გავაცნოთ ქართულ რაგბში არსებული მდგომარეობა, რომელიც სახარბიელო ნამდვილად არ არის. ეკონომიკური კრიზისის პირობებში მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია სახელმწიფოს დახმარება.“

რატი ურუშაძემ ისიც თქვა, რომ რაგბის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია მოქმედება, ყოველი დაგვიანებული დღე სპორტის ამ სახეობსას უკან სწევს.

„ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც მდგომარეობის გამოსწორების გზად გვესახება. შეხვედრისას მას პრემიერ-მინისტრს აუცილებლად წარვუდგენთ“, – დასძინა რატი ურუშაძემ.

 

თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტოები