საქართველოს ჩემპიონი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა, კონტინენტის ფარის დასკვნითი ტურის მატჩისთვის, რომელსაც „ფიამე ოროს“ წინააღმდეგ ჩაატარებს, 23-კაციანი რაზმი დაასახელა. ევროტურნირის ბოლო, მე-5 ტურის შეხვედრას რკინიგზელები იტალიურ გუნდთან ავჭალის სტადიონზე 12 იანვარს, 15 საათზე გამართავენ. მატჩზე დასწრება თავისუფალია. „ლოკომოტივი“, გამარჯვების შემთხვევაში,
პლეი-ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ერთი კვირის შემდეგ „კალვიზანომ“ „ფიამე ოროს“ რომში ვერ მოუგოს.
„ლოკომოტივი“ (საქართველო) – „ფიამე ორო“ (იტალია)
ხაზი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ბექა წიკლაური, 9. ლაშა გედეხაური;
შერკინება: 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.
მარქაფა: 16. ერიკ ღვინჯილია, 17. გაგა გორგასლიძე, 18. გაგა არაბული, 19. გიორგი გეგია, 20. ლევან დარასელია, 21. ვახტანგ ამირანაშვილი, 22. დავით გულიტაშვილი, 23. ივანე ხელაია.