„სარაევოს“ მწვრთნელი უკმაყოფილო დარჩა - ვინმემ ამიხსნას, რატომ გააძევეს ტრიბუნებიდან ბოსნიელი ფანები #1TVSPORT
„სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მირზა ვარეშანოვიჩმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფრედ დასრულებული (2:2) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტადიონზე ბოსნიელი გულშემატკივრების არშეშვების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და მატჩის ორგანიზატორებს მიმართა.
„ორგანიზატორებმა, მინდა, ამ კითხვაზე მიპასუხონ: რატომ არ იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები სტადიონზე? მთელი გზა ჩვენ გასამხნევებლად წამოვიდნენ, ამდენი კილომეტრი გამოიარეს და სტადიონზე არ შეუშვეს, ეს ნამდვილად არ მესმის.
ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ეწყინათ. როცა გასახურებლად მოედანზე შევედით, ჩვენი ქომაგები ტრიბუნაზე იყვნენ, მაგრამ დაიწყო შეხვედრა და ადგილზე აღარ დაგვხვდნენ. არ ვიცი, რისი დაშავება შეეძლოთ.
…ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. კმაყოფილი ვიყავი მხოლოდ პირველი ტაიმით, რომელიც ორბურთიანი უპირატესობით უნდა მოგვეგო, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ კი ყველაზე არახელსაყრელ მომენტში, შესვენებამდე გაგვიტანა.
„ტორპედომ“ ზეწოლა მოახდინა ჩვენზე, ჰქონდათ საგოლე შანსები, მაგრამ ვფიქრობ, ფრე ყველაზე ლოგიკურია შედეგია და საპასუხო მატჩს ფავორიტის რანგში შევხვდებით“, – განაცხადა ვარეშანოვიჩმა.
კონფერენს ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ საპასუხო მატჩი 20 ივლისს გაიმართება – შეხვედრას ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს.