იტალიელმა ჩოგბურთელმა სარა ერანიმ პირველი მატჩი ჩაატარა დისკვალიფიკაციის შემდეგ, რომელიც ანტისადოპინგო წესების დარღვევის შემდეგ მიიღო.
იტალიელი საერთაშორისო ტურნირებს 2017 წლის აგვისტოში ორი თვით ჩამოაცილეს, თუმცა იტალიის ანტისადოპინგო სააგენტოს მოთხოვნით, დისკვალიფიკაციის ვადა 2019 წლის მარტამდე გაიზარდა.
ერანი მონაწილეობას იღებს ინდიან უელსის ტურნირის კვალიფიკაციაში და პირველ წრეში დაამარცხა ჰიზერ უოტსონი – 6:2, 6:7, 6:4.
იტალიელს „დიდი სლემის“ ხუთი ტურნირი აქვს მოგებული წყვილებში, ერთეულებში კი 2012 წელს, საფრანგეთის ღიას ფინალში იყო. მან ჯამში 36 ტურნირი მოიგო – ცხრა ერთეულებში და 27 წყვილებში.