საქარველოს თასის ფინალის დრო შეიცვალა - შეხვედრას პირველი არხი აჩვენებს
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის დაწყების დრო შეიცვალა. მატჩი 25 ნოემბერს 16:00 საათზე შედგება – ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
საქართველოს თასის ფინალური მატჩი 25 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან. თავიდან ითქვა, რომ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყებოდა.
დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ფინალი საქართელოს16:00 საათზე შედგება. სფფ-ს ცნობით, მატჩის დროის ცვლილება, სატელევიზიო გაშუქებითაა განპირობებული. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიღწეული შეთანხმებით, გულშემატკივარს ფინალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა, პირველ არხზე შეეძლება.