საქართველოსთან მატჩში უკრაინის ნაკრებს ციგანკოვი დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოსთან მატჩში უკრაინის ნაკრებს ციგანკოვი დაეხმარება #1TVSPORT

ვიქტორ ციგანკოვი გამოჯანმრთელდა და „ჟირონაში“ საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს – ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

უკრაინელი გარემარბის დაბრუნებას ნოემბერის შუა რიცხვებში ელოდნენ და უცნობი იყო, შეძლებდა თუ არა ის ერთა ლიგის მატჩებში უკრაინის ნაკრებში თამაშს. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ციგანკოვმა „ჟირონაში“ გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც უკრაინის ნაკრების მწვრთნელისთვის, სერგეი რებროვისთვის კარგი ამბავია.

ციგანკოვმა მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა ოქტომბრის დასაწყისში მიიღო და ამ მიზეზით ერთა ლიგაზე საქართველოსთან (1:0) და ჩეხეთთან (1:1) მატჩები გამოტოვა. 2024/25 წლების სეზონში ციგანკოვმა ჟირონას“ შემადგენლობაში რვა მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 16 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერი ტირანაში ალბანეთს შეხვდება.