საქართველოსთან მატჩისთვის ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაუბრუნდა #1TVSPORT
ხორვატის 21-წლამდელთა ნაკრებს საქართველოსთან ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩამდე ორი საკვანძო მოთამაშე დაუბრუნდა, – ინფორმაციას გამოცემა tportal-ი ავრცელებს.
„ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს 19 ნოემბერს საქართველოს წინააღმდეგ გამართავს. პირველი თამაში ხორვატებმა თბილისში 0:1 წააგეს.
საპასუხო მატჩამდე ნაკრების ვარჯიშს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი შეუერთდა, რომლებმაც ტრავმების გამო თბილისში ვერ ითამაშეს – დიონ დრენა ბელომ და ლეონ ბელკარმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს. მიუხედავად ამისა, ოლიჩს მაინც აქვს სანერვიულო, რადგან ტრავმის გამო – ლუკა ვრბანჩიჩი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო პირველი მეკარე, ნიკოლა ჩავლინი ვერ ითამაშებენ.
თუმცა ეს არ უნდა იყოს პრობლემა, რადგან თბილისში გაძევებული ჩავლინა კოლიჩმა ბრწყინვალედ შეცვალა, ორი შესანიშნავი მოგერიება ჰქონდა და კარის უსაფრთხოებაც უზრუნველყო, ოლიჩს შეუძლია, მისი იმედი ჰქონდეს“, – წერს ხორვატული გამოცემა.