საქართველოსთან მატჩისთვის ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ნოემბერში ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის შეხვედრებისთვის მოემზადება.
ესპანეთის ნაკრები 16 ნოემბერს კვიპროსს ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ამ ორ მატჩებისთვის დე ლა ფუენტემ თითქმის ყველა ვარსკვლავი გამოიძახა, რომელთა შორის სამი დებიუტანტი – „სოსიედადის“ მეკარე ალექს რემირო, „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი როდრიგო რიკელმე და „ჟირონას“ ნახევარმცველი ალეში გარსია.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაოს „ატლეტიკი“), დევიდ რაია („არსენალი“), ალექს რემირო („სოსიედადი“).
მცველები: ლე ნორმანი („სოსიედადი“), დანი კარვახალი („რეალი“), ხესუს ნავასი („სევილია“), ინიგო მარტინესი („ბარსელონა“), პაუ ტორესი („ვილიარეალი“), დავიდ გარსია („ოსასუნა“), ხოსე გაია („ვალენსია“), ალექს გრიმალდო („ლევერკუზენი“).
ნახევარმცველები: როდრი („მანჩესტერ სიტი“), მარტინ სუბიმენდი („სოსიედადი“), გავი („ბარსელონა“), მიკელ მერინო („სოსიედადი“), ფაბიან რუისი („პარი სენ-ჟერმენი“), იოჰან სანსეტი (ბილბაოს „ატლეტიკი“), როდრიგო რიკელმე („ატლეტიკო“, მადრიდი), ალეშ გარსია („ჟირონა“).
თავდამსხმელები: ფერან ტორესი, ლამინ იამალი (ორივე – „ბარსელონა), ალვარო მორატა („ატლეტიკო“, მადრიდი), ხოსელუ („რეალი“), ნიკო უილიამსი (ბილბაოს „ატლეტიკი“), მიკელ ოიარსაბალი („სოსიედადი“).