საქართველოსთან მატჩამდე ნორვეგიამ იორდანიასთან ითამაშა და დიდი ანგარიშით მოიგო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩამდე ნორვეგიის ეროვნულმა გუნდმა ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე იორდანიას ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა.
ნორვეგიელების შემადგენლობაში არ უთამაშია „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს, ერლინგ ჰალანდს, რომელიც მწვრთნელმა დაასვენა. აღსანიშნავია, რომ ექვსმა სხვადასხვა მოთამაშემ ნორვეგიის ნაკრების ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა.
ანტონიო ნუსამ ნორვეგია სწრაფად დააწინაურა, შემდეგ კი თავი გამოიჩინეს კრისტოფერ აიერმა, იორგენ ლარსენმა (რომელმაც ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა), ფრედრიკ ბიორკანმა, ბორდ ფინემ და უგო ვეტლესენმა.
ნორვეგია – იორდანია 6:0
გოლები 1:0 ნუსა (11. ლარსენის პასით.), 2:0 აიერი (23. აურსნესის პასით), 3:0 ლარსენი (31. ნუსას პასით), 4:0 ბიორკანი (41. ლარსენის პასით), 5:0 ფინე (80), 6:0 ვეტლესენი (90+1. სარაუის პასით)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 12 სექტემბერს კი ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.