სამხრეთ აფრიკული კლუბის, ‘აფეესის’ (AVS – „აფრიკანერ ფოლკია სპორტ“) 16-წლამდელთა გუნდი საქართველოს ეწვია და ადგილობრივ ჭაბუკთა გუნდებთან ითამაშებს.
პირველი შეხვედრა დღეს ქუთაისში, „აია არენაზე“, 16 საათზე დაიწყება და სტუმართა მეტოქე საქართველოს ეროვნული აკადემიის დასავლეთის ფილიალის გუნდი იქნება.
‘აფეეს’-ი 4 ოქტომბერს 16 საათზე თბილისში, „შევარდენზე“ ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთ ფილიალის გუნდს ეთამაშება. აღნიშნული სამხრეთ აფრიკული კლუბის გუნდები ერთხელ უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში და ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს.