საქართველოში სქვოშში პირველი ტურნირი გაიმართა, რომელშიც 40-მდე მოყვარული მონაწილეობდა #1TVSPORT
საქართველოში სქვოშში პირველი ტურნირი გაიმართა, რომელშიც 40-მდე მოყვარული მონაწილეობდა #1TVSPORT

2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვებულ ხუთ ახალ სპორტის სახეობას შორის ერთ-ერთი სქვოშია. ისტორიაში პირველად, საქართველოში სპორტის ამ სახეობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებას, რომელში მონაწილეობაც 40-მდე მოყვარულმა მიიღო, „ლიდერსპორტ არენამ“ უმასპინძლა.

ღონისძიების ჩატარების ორგანიზატორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი საქართველოს სქვოშის ფედერაციასთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად იყო.

ოლიმპიური სისტემით გამართულ შეჯიბრებაში ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდნენ როგორც გოგონებში, ასევე მამაკაცებში. ტურნირს დაესწრნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც.