უეფა-ს ცნობით, მალე ფუტსალში ორი ახალი ტურნირი ჩატარდება – ევროპის ჩემპიონატი ქალთა და 19-წლამდელ ვაჟთა შორის.
ქალთა ევროპის პირველი ჩემპიონატი 2018-2019წლის სეზონში დაიწყება და ყოველ ორ წელიწადში გაიმართება. კვალიფიკაციის დაწყება აგვისტოსთვის დაიგეგმა, ხოლო ოთხთა ფინალი 2019 წლის 14 თებერვალს დაიწყება.
რაც შეეხება 19-წლამდელთა ვაჟთა პირველ ევროპის ჩემპიონატს – ის 2018-2019 სეზონში გაიმართება და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში გაიმართება. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 2019 წლის იანვრის ბოლოს დაიგეგმა, ხოლო კვალიფიკაციის ძირითადი ეტაპი – მარტში. ფინალურ ეტაპი 2019 წლის სექტემბერში გაიმართება და 8 გუნდი ითამაშებს.
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა და 19-წლამდელ ვაჟთა ნაკრებების ჩამოყალიბება უკვე დაიწყო.