დღეს მსოფლიოს 200–ზე მეტი ქვეყანა ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტმა 23 ივნისი მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა – “ქართველ ოლიმპიელთა დიდი ფორუმი” საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან – 100 და საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესებიდან 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ყველა დროის ქართველ ოლიმპიელებთან ერთად, რუსთაველის თეატრში გამართულ ფორუმს ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები,სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ოლიმპიელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.
ფორუმის მონაწილეებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ვიდეომიმართვა გაუგზავნა, რომელიც ქართველ ოლიმპიელებს მიესალმება.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი