Neymar Jr’s Five-მა სტარტი აიღო. ტურნირში მონაწილეობას 60 ქვეყანა იღებს, საქართველოში კი წელს პირველად ტარდება. ტურნირის ოფიციალური პარტნიორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.
საქართველოში Neymar Jr’s Five 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები 6 ქალაქში გაიმართება – თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და თბილისში. 6 ქალაქში დაწყებული გათამაშება საუკეთესო გუნდის გამოვლენით დასრულდება
საფეხბურთო შეჯიბრი უკვე 2 ქალაქში ჩატარდა, თელავის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გუნდი „შილდა“ გახდა, გორის ეტაპი კი „ცხინვალმა“ მოიგო. ფინალი 16 ივნისს გაიმართება და გამარჯვებული 21 ივლისს ბრაზილიაში საქართველოს სახელით ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.
Neymar Jr’s Five საერთაშორისო მოყვარულთა ტურნირია, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ 5-5 ფეხბურთელისაგან დაკომპლექტებული გუნდები თამაშობენ. თითო მატჩი 10 წუთს გრძელდება. გუნდებს არ ჰყავთ მეკარეები, ხოლო თითო გაშვებულ გოლზე გუნდი ერთ ფეხბურთელს კარგავს.