ორგანიზაცია “თავისუფალი ფეხბურთის” ორგანიზებით, საქართველოში იტალიური ფეხბურთის გრანდის, ტურინის “იუვენტუსის” საზაფხულო სკოლა გაიხსნება.
პრესკონფერენციას იტალიური კლუბის და ქართული ფან-კლუბის წარმომადგენლები, “იუვენტუსის” ცნობილი ქართველი გულშემატკივრები, ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძრვანელი ესწრებოდნენ.
იტალიური ფეხბურთის გრანდის კემპი საქართველოში 11-დან 16 სექტემბრამდე გაიმართება. მასში მოანწილეობას 100-მდე ბავშვი მიიღებს. 12 რეგიონული ფედერაცია კი ადგილზე იმ საუკეთესო 12 მოთამაშეს შეარჩევს, რომლებიც კემპში უფასოდ ჩაერთვებიან.
ნიკოლო სარტი, “იუვენტუსის” საფეხბურთო აკადემისი საგარეო პროექტების მთავარი მწვრთნელი: “იუვენტუსის საზაფხულო აკადემია 2010 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ ეს პროექტი 47 ქვეყანაში განხორციელდა. მიხარია, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს საქართველო რომ შეუერთდა. იმედია, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ქართველს ბავშვებს იუვენტუსის ფილოსოფია და ვარჯიშის მეთოდები გავაცნოთ და მათ წინსვლას ხელი შევუწყოთ”.