თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლა გაიხსნა – იტალიური გრანდის კემპი პირველ ივლისამდე გაგრძელდება. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100 ბავშვი მონაწილეობს.
„ინტერი“ დამწყებ ფეხბურთელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს. მათთან საქართველოს პარტნიორობის იდეა ორგანიზაცია „თავისუფალ ფეხბურთს“ ეკუთვნის.
„აქ შეკრებილი ბავშვები საქართველოს მომავალია. ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის საზაფხულო სკოლაში მოხვდნენ და დარწმუნებული ვარ, ეს თითოეულ მათგანს წაადგება“,- განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ.
ანტონიო ენრიკო ბარტოლი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:
„მე რომიდან ვარ, ფეხბურთის დიდი მოყვარული და „ლაციოს“ ვგულშემატკივრობ. მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ „ინტერი“ მსოფლიო გრანდია და აქ მისი დროშა უნდა ავაფრიალო. არ ვიცი, კახა კალაძე დამეთანხმება თუ არა, დღეს ჩვენ ყველა „ინტერისტები“ ვართ“,- ამის შესახებ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადა.
საზაფხულო სკოლის გახსნაზე „ინტერის“ წარმომდგენელმა განაცხადა, რომ კემპის ბოლოს ორი საუკეთესო ფეხბურთელს შეარჩევენ, რომლებიც იტალიაში სტაჟირებას გაივლიან.