საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთები 19 ოქტომბრიდან გაიყიდება #1TVSPORT

16:00, 12.10.2026

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ერთ კვირაში დაიწყება, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

საქართველო-უნგრეთის დაპირისპირება 14 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ონლაინ გაყიდვა 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვებგვერდზე biletebi.ge დაიწყება.

მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდეა. მოქმედებს შეზღუდვა – ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეუძლია.

მსგავსი