საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები „დინამო არენაზე“ ივარჯიშებენ #1TVSPORT
16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ვილი სანიოლის გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მატჩამდე ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სტივ კლარკის პრესკონფერენცია 16:00 საათზე ჩატარდება – ოღონდ ონლაინ რეჟიმში.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).
დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი (ორივე – „შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო).
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).
თავდასხმა: ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).
15 ნოემბრის განრიგი:
16:00 შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (ონლაინ რეჟიმში)
17:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)