საქართველოსა და ლატვიის ვეტერანთა მატჩამდე სამტრედიაში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნება #1TVSPORT
18 ოქტომბერს, 21:00 საათზე ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება – შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ქუთაისში დაგეგმილ მატჩამდე, 18:00 საათზე ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი სამტრედიაში გაიხსნება – პროექტი ფეხბურთის ფედერაციამ ფიფა-სა და უეფა-სთან თანამშრომლობით განახორციელა.
საქართველოსა და ლატვიის ნაკრების გუნდების ვეტერანთა მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ასევე სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი.