საქართველოსა და კვიპროსის მატჩს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოსა და კვიპროსის ეროვნულ ნაკრებებს შორის ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, – ინფორმაცია უეფა-მ გამოაქვეყნა.
15 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაზე ევროპული ფეხბურთის მმართველებმა მთავარ არბიტრად რობერტ ჯონსი მიავლინეს, მისი ასისტენტები იქნებიან იან ჰუსინი და უეიდ სმიტი, ხოლო მეოთხე მსაჯი საიმონ ჰუპერია. ვიდეორეფერიზეც ინგლისელები არიან, დევიდ კუტსი და პიტერ ბენქსი.
რობერტ ჯონსი მკაცრი არბიტრია, ამაზე მისი სტატისტიკა მეტყველებს. მან ბოლო 9 მატჩში 41 ყვითელი და 3 წითელი ბარათი გამოიყენა, საშუალოდ, 4.5 ყვითელი და 0.33 წითელი ერთ შეხვედრაში.
საქართველოსა და კვიპროსის მატჩი 15 ოქტომბერს „მიხეილ მესხზე“ 17:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.