საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შემადგენლობები ცნობილია - კვარაცხელია სათადარიგოებშია
დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ერთა ლიგის ც2 ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩი დაიწყება – ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს „ტოდორ პროესკი არენაზე“ უმასპინძლებს.
ცნობილი გახდა ჩვენი გუნდის შემადგენლობა – ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვლადიმირ ვაისმა ძირითადში არ დააყენა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.
ჩრდილოეთ მაკედონია: დიმიტრიევსკი – ზაიკოვი, დ. ველკოსკი, რისტოვსკი – რისტოვსკი, ნიკოლოვი, კოსტადინოვი, ალიოსკი – პანდევი, ტრიჩკოვსკი, ნესტეროვსკი.
მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი.
სათადარიგოები: ბორზინოვსკი, შიშკოვსკი, მიცევსკი, კიტანოვსკი, ტრაიკოვსკი, დორიევი, ტოტრე, სტოიანოვსკი, კ. ველკოსკი. სპიროვსკი.
საქართველო: ლორია – ჯიღაური, კვერკველია, ტაბიძე, დვალი – დაუშვილი, კვეკვესკირი – ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, გვილია – ქვილითაია.
სათადარიგოები: კუპატაძე, მალი, ლობჯანიძე, კაჭარავა, გრიგალავა, კობახიძე, კვარაცხელია, შენგელია, ნავალოვსკი, ლობჟანიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.
მთავარი არბიტრი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი).
ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის სკოპიეს „ტოდორ პროესკი არენაზე“, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.