საქართველოს ყველა დროის ნაკრები შენგელიას გარეშე - რჩეული თერთმეტეული IFFHS-მა შეადგინა #1TVSPORT
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდმა (IFFHS) საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საქმე ისაა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ყველა ქვეყნის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და ამ ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.
საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრების ეს ვერსია ორგანიზაციამ კლასიკური (4-3-3) სათამაშო სქემით შეადგინა და ასე გამოიყურება:
მეკარე: ანზორ კავაზაშვილი
მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე
ნახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია
თავდასხმა: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი
ცხადია, ამ სიმბოლურ ნაკრებს კამათი მოჰყვება, რადგან არ არიან საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი რამაზ შენგელია, რომელიც ქართველებიდან ყველაზე მეტჯერ არის დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981) ვლადიმერ გუცაევი, რომელმაც 1981 წლის 13 მაისის ფინალში გოლი გაიტანა და ა.შ.