საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო უნივერსიადაზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო უნივერსიადაზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა გუნდმა ტურნირზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ჩვენმა ნაკრებმა სლოვაკეთი 14:3 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ჩინეთი და სამხრეთ კორეა დაამარცხა.

ჩვენი გუნდი, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებით არის დაკომპლექტებული, B ჯგუფში (საქართველო, ჩინეთი, სლოვაკეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სლოვაკეთი) თამაშობს. უნივერსიადაზე საწყლოსნო სპორტის სახეობებიდან, საქართველოს წყალბურთელთა გუნდის გარდა, მოცურავეები და წყალში მხტომელებიც ასპარეზობენ.