საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედეზედ მესამედ ითამაშებს. კონტინენტის 33-ე პირველობის 8 გუნდის ვინაობა პლეი-ოფებში გაირკვა. საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში თბილისში ისრაელი 12:1 დაამარცხა. დღეს, კი ისრაელში გამართულ განმეორებით მატჩში 11;10 დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები 2014 და 2016 წლებში ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე მონაწილეობდა.