საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი - მეათე ადგილზე გასვლით პროგრამა მინიმუმი შესრულდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეათე ადგილზე დაასრულა.
ტურნირზე ასპარეზობა და კონტინენტის ათ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა ჩვენი ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ზუკა რურუამ შეაფასა:
„პროგრამა მინიმუმი შესრულდა – ათეულში მოვხვდით. რა თქმა უნდა, სხვა მიზნები გვქონდა. გვინდოდა მეოთხედფინალში გასვლა და რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა. თუმცა ყველაფერი წინ არის. ბევრ მომენტში კარგად ვითამაშეთ, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები. საფრანგეთთან მატჩმაც აჩვენა, რომ შეგვიძლია ბრძოლა, მაქსიმალურად დახარჯვა. სამწუხაროდ, მაქსიმალურ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ისევ გავიმეორებ – მინიმუმი შევასრულეთ“.