საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ძლიერ გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ძლიერ გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

დღეს, 14 თებერვალს, როტერდამში დაიწყო ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი წყალბურთში, რომელიც 21 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

საქართველო პირველ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 10:11 დამარცხდა. მატჩი დაძაბულად წარიმართა. პირველ მეოთხედში ბერძნებმა მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით მოახერხეს წინ გასვლა, მეორე მეოთხედში კი სხვაობა სამამდე გაზარდეს. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად დაიწყო და ანგარიშიც გაათანაბრა. მეოთხე მეოთხედი თანაბრად მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მეტოქემ ერთი ბურთის გატანა მოახერხა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში თურქეთის, კანადის, ბრაზილიის, საბერძნეთისა და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.