საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან დამარცხდა #1TVSPORT

ევროპის ჩეპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა  ისტორიულ შედეგს მიაღწია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად ხორვატიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩი ხორვატიის ძლიერი ნაკრების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 15:5.

ხორვატიასთან მარცხის მიუხედავად, ევროპის ეს ჩემპიონატი საქართველოს ეროვნული გუნდისთვის ყველაზე წარმატებულია, რადგან ჩვენმა ნაკრებმა ქართული წყალბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა,  კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ავტომატურად გაინაღდა.