საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება | ბუდაპეშტი 2020
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება | ბუდაპეშტი 2020

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში დღეს, 20 იანვარს საქართველოს ეროვნული გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. პლეიოფში გასული საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად მოხვდება ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის.

ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა წყალბურთელებმა საფრანგეთი დაამარცხეს, შემდეგ კი იტალიისა და საბერძნეთის ძლიერ გუნდებთან ვერაფერს გახდნენ და მესამე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, ჯგუფში ამ გუნდმაც ორი მატჩი წააგო – სერბეთთან და რუმინეთთან, და მხოლოდ ჰოლანდია დაამარცხა, თუმცა მეორე ადგილზე ბურთების უკეთესი სხვაობით გავიდა.

საქართველოსა და რუსეთს შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.