საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის ემზადება. პირველ შეხვედრას ჩვენი ეროვნული გუნდი 24 თებერვალს ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი სპორტკოპლექს ოლიმპიკის აუზზე 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ისრაელში 3 მარტს გაიმართება. პლეიფის გამარჯვებული ნაკრები ივნისში ბარსელობაში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ორჯერ, 2014 და 2016 წლებში მიიღო მონაწილეობა

საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლე-იოფის პირველი მატჩის წინ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რევაზ ჩომახიძე ოფიციალურად წარადგინა.

ეროვნული ნაკრების ვარჯიშს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტიდაესწრნენ. შალვა გოგოლაძემ და დავით რურუამ ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვეს პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ. თბილისში ასევე იმყოფება ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ჯანი ლონცი, რომელიც საქართველო ისარელის მატჩის მთავარი დელეგატი გახლავთ

საქართველოსა და ისრაელის წყალბურთელთა ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 24 თებერვალს 18:30
პირველი არხი შემოგთავაზებთ