საქართველოს წყალბურთელთა 19 წლამდე ნაკრების ზედიზედ მეორე მარცხი ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს წყალბურთელთა 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის მეორე შეხვედრა საფრანგეთთან 12:10 (5:2, 2:3 ,2;2, 3:3) დათმო.
მეტოქის კარი ოთხჯერ ნიკა შუშიაშვილმა აიღო, დავით ცხაკაიმ, სანდრო ადეიშვილმა და გიორგი წულუკიძემ კი ფრანგების კარში ორ-ორი ბურთი გაიტანეს. C ჯგუფის ბოლო მატჩს გალაქტიონ ლაითაძის ნაკრები 28 აგვისტოს, იტალიის წინააღმდეგ, თბილისის დროით 10:00 საათზე გამართავს.
შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე წააგო.