საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ფლოსა და ივერსენის ნორვეგია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ფლოსა და ივერსენის ნორვეგია დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ნორვეგის ქალაქ ლარდალშია, სადაც ვეტერანთა თასის გათამაშება დაიწყო.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა – გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან მჭედლიძე, გიორგი ნავალოვსკი, სანდრო კობახიძე, დავით სირაძე, ლაშა თოთაძე, გიორგი განუგრავა.

ტურნირი ფუტსალში (5X5-ზე) იმართება. პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მასპინძელ ნორვეგიას დაუპირისპირდა, სადაც 90-იანი წლების ვარსკვლავები თამაშობდნენ – ტორე-ანდრე ფლო, ერიკ ბაკე, დან ეგენი, სტეფან ივერსენი.

საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში მეტოქე 4:3 დაამარცხა. ნორვეგიელებს ნავალოვსკიმ, იაშვილმა, ხიზანიშვილმა და მჭედლძემ გაუტანეს. საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულა უკრაინასთან მატჩიც – 3:2. გოლები ნავალოვსკის, იაშვილის და სირაძის ანგარიშზეა.

მატჩები წრიული სისტემით ტარდება, საქართველოს ნაკრები ჯგუფში კიდევ ორ თამაშს გამართავს ფინეთთან და ფარერებთან, ფინალში კი პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ითამაშებენ.