საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე გენო პეტრიაშვილი წარუძღვება
საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი წარუძღვება.
28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ბულგარულ რუსეში ჭიდაობის მსოფლიო გაერთინაება UWW-ს ეგიდით მორიგი სარეიტინგო საერთაშორისო ტურნირი „დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის“ მემორიალი გაიმართება.
საქართველოს ნაკრები კი შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს –
57 კგ – გიორგი ღონიაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ – ოთარ გოგავა
65 კგ – გიორგი რევაზიშვილი
70 კგ – ლევან ქელეხსაშვილი
79 კგ – ნიკა კენჭაძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ზვიად მეტრეველი
125 კგ – გენო პეტრიაშვილი
28 თებერვალი – 1 მარტი – 61,70,79, 92 კგ
1-2 მარტი – 57, 65, 74 კგ
2-3 მარტი – 86, 97, 125 კგ
წყარო – საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია