საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ათი სპორტსმენით გამოვა #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 13 სექტემბრიდან ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს – შეჯიბრებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე სრული შემადგენლობით – 10 სპორტსმენით გამოვა: რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), გიორგი ელბაქიძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), სოლომონ მანაშვილი (125 კგ).
ნაკრების მთავარი მწვრთნელი – დავით ხურცია;
მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, ლევან ჩერტკოევი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ქართველი მსაჯი ზაზა ჯიბლაძეც მოემსახურება.