საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები „ივან იარიგინის“ სახელობის გრან-პრიზე იჭიდავებს
26 იანვარს, რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში სტარტს აიღებს “ივან იარიგინის” სახელობის გრან-პრის გათამაშება, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში UWW-ს ეგიდით პირველი საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი იქნება.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, გათამაშებაზე სათადარიგო შემადგენლობის, ძირითადად კი ახალგაზრდები და 23-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები იჭიდავებენ, რადგან ლიდერები 22-დან 25 თებერვლის ჩათვლით კიევში დაგეგმილი დიდი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან.
ტიტულოვანთაგან გუნდში მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86) და ახალგაზრდებში ევროპის 2-გზის ჩემპიონი, ასევე ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი
(97 კგ) იჭიდავებს.
საქართველოს ნაკრები:
61 კგ. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
65 კგ. მაგომედ საიდოვი (ყვარელი), ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
70 კგ. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური), რამაზან მალაკოევი (ყვარელი)
79 კგ. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ. სანდრო ამინაშვილი (თბილისი), ზაურ ბერაძე (ხარაგაული)
92 კგ. ნოდარ ეგაძე (გორი)
97 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
ტრადიციულად, უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს რუსეთის ნაკრები, რომელსაც სათავეში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი (92 კგ) უდგას, ასევე პირველი შემადგენლობით ჩადის რუსეთში აშშ-ს ნაკრების. თავისი ოლიმპიური ჩემპიონების, ჯეკ უორნერისა (86) და კაილ სნაიდერის (97), მსოფლიოს ჩემპიონ ლოგან სტრიბერის (65) და სხვათა თავკაცობით.
26 იანვარი – 57, 61, 70 კგ
27 იანვარი – 65, 79, 125
28 იანვარი – 74, 86, 92, 97.