საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანტალიაში რვა მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე რვა მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით კოღუაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს, ხოლო დავით აბდალაძე (61 კგ), დავით ფაცინაშვილი (70 კგ), თორნიკე თულაშვილი (79 კგ) და მერაბ სულეიმანაშვილი (125 კგ) – ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.