საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მორაგბეები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი თავდაცვის ძალებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო ჩემპიონატი 9-23 სექტემბერს იაპონიაში ჩატარდება. ქართველმა სამხედროებმა შვიდთვიანი სრულყფილი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება გაიარეს.
პირველი მატჩი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს გუნდებს შორის ნარაშინოს რაგბის მოედანზე 11 სექტემბერს გაიმართება. რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატი სამხედროებს შორის მესამედ ტარდება. მასში მონაწილეობას 10 ქვეყანის გუნდი მიიღებს: იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, კორეა, საქართველო, ტონგა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა,ფიჯი და საფრანგეთი.