საქართველოს თასზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს თასზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა და დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდება.

 

გორი – არაგვი 2:0

სტადიონ „ქართლზე“ გამართულ შეხვედრაში გორელები 34-ე წუთზე შალვა სანაშვილმა დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ისმაილ ანკობომ „გორის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

 

შევარდენი 1906 – შუქურა 0:2

კასპის ცენტრალურ სატადიონზე გამართულ შეხვედრაში ქობულეთელებმა ანგარიში 20-ე წუთზე გახსნეს. „შევარდენი 1906-ის“ კარი 30-ე წუთზე გელა გოგიტიძემ აიღო, საბოლოო წერტილი კი 90+3-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ დასვა 0:2.

 

სიონი – სამგურალი 1:3

ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ ანგარიში წყალტუბოელთა ლეგიონერმა ლუქმან გილმორიმ 23-ე წუთზე გახსნა. მაგრამ ბოლნისელთა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ 63-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი ტაიმები, სადაც წყალტუბოელებმა მასპინძელთა კარი ორჯერ აიღეს – შალვა ბურჯანაძემ 108-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 117-ე წუთზე – პაპუნა ფონიავამ და „სამგურალი“ შემდეგ ეტაპზეა.

 

საბურთალო – დილა 3:1

„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში „საბურთალო“ 45+4-ე წუთზე დაჩი ცნობილაძის გოლით დაწინაურდა. იური ტაბატაძემ 59-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ყველაფერი გასაგები 84-ე წუთზე გახდა, როდესაც ნიკა მალიმ „დილას“ კარში მესამე გოლი გაიტანა. 90+3-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა უსმანე კამარამ პრესტიჟის გოლი გაიტანა – 3:1 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.

უკვე ცნობილია ყველა გუნდი, რომლებიც საქართველოს თასის 1/4 ფინალში იასპარეზებს – „საბურთალო“, „სამგურალი“, „გორი“, „შუქურა“, „ლოკომოტივი“, ბათუმის „დინამო“, „გარეჯი“ და „გაგრა“.