16 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ახალი გათამაშება დაიწყება. ტურნირი გასული სეზონის ანალოგიური ფორმატით გაიმართება და შემდეგ ეტაპის მონაწილეები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
დღეს, ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა. თავდაპირველად წილისყრაში მონაწილეობა 64 გუნდს უნდა მიეღო, მაგრამ თერჯოლის „საპოვნელა“ ფინანსურ პრობლემების გამო ჩემპიონატიდანაც მოიხსნა და თასის გათამაშებიდანაც. აქედან გამომდინარე, წილისყრაზე 63 გუნდი დარჩა: საქართველოს თასისთვის იბრძოლებს ეროვნული ლიგა 2-ის 4 გუნდი, ასევე ლიგა 3-ის 20 და რეგიონული ლიგის 39 წარმომადგენელი.
პირველი ეტაპის მატჩები 16, 17 და 18 აპრილს გაიმართება. წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა:
მეორე ეტაპის თამაშები 8-9 მაისს დაიგეგმა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შემდეგი გუნდები ითამაშებენ: