დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასისთვის მებრძოლთა რაოდენობა შემცირდა – 1/8 ფინალის 4 მატჩში მეოთხედფინალისტების ნაწილი გაირკვა.
„თბილისი სითიმ“ „შატილის“ სტადიონზე „ზუგდიდს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მარტვილში „მერანმა“ მურთაზ ხურცილავას სახელობის არენაზე ლანჩხუთის „გურიას” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ყველაზე ტიტულოვანი გუნდები ერთმანეთს „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ დაუპირისპირდნენ – საქართველოს ყოფილმა ჩემპიონმა „სამტრედიამ“ მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ მიიღო და ანგარიშით 1:2 დაამარცხა.
ყველაზე დაძაბული საგარეჯოში გამართული შეხვედრა გამოდგა, სადაც „გარეჯისა“ და „სპაერის“ დაპირისპირება ანგარიშით 3:3 დასრულდა. რადგან გამარჯვებული ძირითად და დამატებულ დროში ვერ გამოვლინდა, პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც მასპინძლებმა უკეთ შეასრულეს (4:2) და ისევე, როგორც „თბილისი სითი“, „მერანი“ და „საბურთალო“, მეოთხედფინალში გავიდნენ.
19 ივნისს, აქართველოს თასის 1/8 ფინალის დარჩენილი 4 მატჩი გაიმართება.
ოთხშაბათი, 19 ივნისი
„გაგრა“ – „ტორპედო“
17:00 თბილისი – მუხიანი სპორტული კომპლექსი
„თელავი“ – „ლოკომოტივი“
17:00 თელავი – გივი ჩოხელი
თბილისის „მერანი“ – თბილისის „დინამო“
19:00 თბილისი – „სპაერის“ სტადიონი
„რუსთავი“ – „სიონი“
20:00 რუსთავი – ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი