საქართველოს თასის მფლობელი კვლავ „ქუთაისია“ | „ქუთაისი“ 67:65 „კაკტუსი“
საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს თასის მოქმედი მფლობელი – „ქუთაისი“ და „კაკტუსი“ შეხვდდნენ.
ტურნირში 8 გუნდი ასპარეზობდა. დებულების თანახმად, სუპერლიგის შედეგების მიხედვით 8 მოწინავე გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა და პლეი ოფის სისტემით ტიტულისთვის ბრძოლა დაიწყო.
ნახევარფინალებში ქუთაისელებმა „დინამოს“ 73:53 მოუგეს, ხოლო „კაკტუსმა“ რუსთავში მასპინძლებს 114:91 სძლია და ფინალში გავიდა.
ფინალური შეხვედრა დრამატული გამოდგა – ქუთაისელებმა ტაიმი 9 ქულიანი უპირატესობით მოიგეს (40:31). მე-3 მეოთხედში მათ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და თითქოს თამაშის ბედიც გადაწყდა, თუმცა „კაკტუსმა“ ბოლო მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარა (23:14) და საბოლოო ჯამში მხოლოდ 2 ქულით (67:65) დამარცხდა.
ქუთაისელებმა საქართველოს თასი მესამედ მოიგეს (2014, 2017, 2018).