საქართველოს თასის 1/16-ფინალი - გათამაშებას ელიგის ორი გუნდი გამოეთიშა #1TVSPORT
საქართველოს თასის 1/16-ფინალი - გათამაშებას ელიგის ორი გუნდი გამოეთიშა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/16-ფინალური შეხვედრები გაიმართა. ეროვნული ლიგის ოთხი გუნდიდან შემდეგ ეტაპზე ორი გავიდა.

ქობულეთის „შუქურა“ 3:0 დამარცხდა თბილისის „ლოკომოტივთან“, რომელსაც ქობულეთელების ყოფილი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე ავარჯიშებს. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებულ დროში კი თორნიკე კურტანიძემ (101, 120) დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ლაშა მენთეშაშვილმა (98) გაიტანა.

ელიგის ორი წარმომადგენელი ერთმანეთს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა – „სამგურალმა“ „გაგრა“ 3:0 დაამარცხა. გოლები ნოდარ ლომინაძემ (52), ნიკა კალანდარიშვილმა (56) და ტაიკი კაგაიამამ (76) გაიტანეს.

„თელავმა“ გასვლაზე ელიგა 2-ის „ვიტ ჯორჯიასთან“ ძირითადი დრო 2:2 დაასრულა, ხოლო პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვა. სტუმართა მეკარემ, დავიდ იურჩენკომ ორი 11-მეტრიანი მოიგერია.

საქართველოს თასი 1/16-ფინალი

ლოკომოტივი – შუქურა 3:0

მაჭახელა – ფოთის კოლხეთი 1:7

ბახმარო – სპაერი 0:3

სამგურალი – გაგრა 3:0

ირაო – მარტვილის მერანი 4:0

ვიტ ჯორჯია – თელავი 2:2 (4:5 პენალტების სერია)

კვირას, 23 ივლისს საქართველოს თასზე 1/16-ფინალის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება

ბეთლემი – გონიო ქედა

შუქურა 2 – მეშახტე ქობულეთი

გარეჯი – მერანი თბილისი

სიონი – სამტრედია

ვიტ ჯორჯია 2 – კოლხეთი ხობი

გურია – საბურთალო