საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრები G1 კლასის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრები G1 კლასის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

14 სექტემბერს, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები პოლონეთში, G1 კლასის საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დავით ბაბუაძის განცხადებით, ნაკრებმა კვალიფიციური შეკრება ქობუელთში და თბილისში გაიარა. სპორტსმენები კარგ ფორმაში არიან, რაც იმედს იძლევა რომ მონაწილეები ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ.

საქართველოს სახელით პოლონეთის ტურნირზე მიემგზავრებიან:

1. ზურაბ კინწურაშვილი 51კგ ( კადეტი)
2. ლუკა გელდიაშვილი 63კგ. ( კადეტი)
3. ბექა ქავთარაძე 63კგ.
4. არშაკ კირაკოსიანი 68კგ.
5. მერაბ შუკაკიძე 68კგ.