საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა. ახალი დიზანით შექმნილი სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი 24 თებერვალს გორში გამოვლინდება.
სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი საბურთალო და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო იბრძოლებენ.