საქართველოს სუპერთასის ფინალში „დინამო თბილისი“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასის ფინალში „დინამო თბილისი“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება #1TVSPORT

გაიმართა საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები. „იბერიამ“ თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. ბათუმში კი „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო.


„იბერია“ – „დინამო“ (თბ) 0:2


0:1 ოქრიაშვილი (41-პენ), 0:2 ლომინაძე (90+3-პენ)

 

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერდინანდ ფელდჰოფერის დებიუტი წარმატებული გამოდგა. დინამოელებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნეს – „იბერიის“ კარში დანიშნული პენალტი თორნიკე ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა და „დინამო“ დააწინაურა.

მეორე ნახევარში „იბერიის“ ფეხბურთელებს ჰქონდათ შესაძლებლობა ანგარიშის გათანაბრების, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს, მატჩის ბოლოს კი მათ კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ნოდარ ლომინაძემ გამოიყენა. „დინამომ“ 2:0 მოიგო და სლავა მეტრეველოს სახელობის სუპერთასის ფინალში გავიდა.


„დინამო“ (ბთ) – „ტორპედო“ 3:3, პენალტებით 2:3


1:0 მამუჩაშვილი (12-პენ), 1:1 იონსენი (19), 2:1 ღუდუშაური (25), 2:2 იონსენი (73), 3:2 ღუდუშაური (84), 3:3 ჟორჟინიო (90+3)
პენალტების სერია: 0:0 მამუჩაშვილი (მეკარე), 0:1 იონსენი, 0:1 ხარაბაძე (მეკარე), 0:1 მანჯგალაძე (ხარიხა), 1:1 მარა, 1:2 პირესი, 2:2 გომისი, 2:2 გიგაური (ააცილა), 2:3 არაბიძე

 

უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა მეორე ნახევარფინალური მატჩი ბათუმში, „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის. ანგარიში მასპინმძლებმა ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ გახსნეს. „ტორპედომ“ ანგარიში მალე გაათანაბრა, გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა. 25-ე წუთზე ბათუმელები პაატა ღუდუშაურმა კიდევ ერთხელ დააწინაურა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს.

მეორე ტაიმში იონსენმა დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში. მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ღუდუშაურმაც დუბლი მიითვალა და „ტორპედო“ მესამედ აღმოჩნდა მდევრის როლში, მაგრამ ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ჟორჟინიომ კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში – 3:3.

დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უფრო ზუსტად „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა შეაასრულეს და 3:2 მოგეს.

ამრიგად, სუპერთასის ფინალში ერთმანეთს „დინამო“ თბილისი და ქუთაისის „ტორპედო შეხვდებიან, ბათუმის „დინამო“ და „იბერია“ კი მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.